საქართველოში რუსეთის გამარჯვება არ უნდა დავუშვათ! - იუნკერების მარში თბილისში
იუნკერების სახელობის მარში სიმბოლურად ამაღლების ქუჩიდან დაიძრა. დღესაც, როგორც 104 წლის წინ, ბრძოლის წინა ხაზზე ახალგაზრდები დგანან. მარშის მონაწილეები სოლოლაკიდან რუსთაველის გავლით გმირთა მოედნისკენ დაიძრნენ, სადაც საყოველთაო შეკრებას შეუერთდნენ.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ის, რაც 104 წლის წინ ხდებოდა, აღარ უნდა განმეორდეს და საქართველოს გასაბჭოება, რუსეთის ქვეშ მოქცევა არ უნდა მოხდეს.
ჩვენ არ უნდა დავუშვათ იმ ტრაგედიის, იმ უბედურების, ისტორიული უსამართლობას განმეორება, რასაც ჰქვია ბოლშევიზმის გამარჯვება საქართველოში, რუსეთის გამარჯვება საქართველოში, ამიტომაც გამოდის ეს ხალხი. გარდა იმისა, რა მოთოხოვნებიც არის, არჩევნების დანიშვნა და ყველა ტყვეს გათავისუფლება, ამის გარდა დღეს კიდევ აქვს დამატებითი დატვირთვა, რომ არ დავუშვათ საბჭოთა კავშირის შემობრუნება საქართველოში, - ამბობს ბუკა პეტრიაშვილი.
მწერალი ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ 25 თებერვალი აღარასდროს უნდა იყოს ისეთი, როგორიც 1921 წელს იყო.
მტერი იგივეა, ვინც იო 100 წლის წინ. ეს იყო რუსეთი და რუსული იმპერიალიზმი და ჩვენც ახლა იმის წინაშე ვდგავართ, რომ საქართელომ დაკარგოს ტავისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ისეთი არ უნდა იყოს 25 თებერვალი, როგორიც იყო 1921 წელს, - ამბობს ლაშა ბუღაძე.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის ჩართვაში.