პროტესტის 90 დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პროტესტის 90 -ე დღესაც რუსთაველის გამზირი ისევ გადაიკეტა. მსვლელობების ნაწილი უკვე დედაქალაქის მთავარ გამზირზეა. მოქალაქეები ამბობენ, რომ დანებებას არ აპირებენ და ბრძოლას ბოლომდე აანონსებენ. ამბობენ, რომ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში არ დაიღლებიან. მოქალაქეები მოთხოვნები უცვლელია: ახალი არჩევნები და პოლიტაპტიმრების გათავისუფლება.
შეგხასენებთ, რომ დღეს თბილისის ქუჩები ფართომასშტაბიანმა მსვლელობებმა მოიცვა. მოქალაქეები 104 წლის შემდეგაც ისევ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლამ გააერთიანა. 25 თებერვალი- ეს თარიღიც სიმბოლურად შეირჩა.