აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება იყო

25.02.25 21:11
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება იყო

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება იყო - სამართალდამცველები ცდილობდნენ მარშის მონაწილეებს სანაპირო არ დაეკავებინათ, რათა საავტომობილო ხაზი არ ჩაკეტილიყო და ტრანსპორტს გადაადგილება შეძლებოდა, თუმცა აქციის მონაწილეებმა სთხოვეს, იმის გამო, რომ პერიმეტრზე დიდი რაოდენობის ხალხი იყო შეკრებილი, გზა სრულად დაეკავებინათ.

გომელაურის უწყების წარმომადგენლები თავდაპირველად მიუთითებდნენ მათ, რომ გადასულიყვნენ ტროტუარზე, თუმცა მაინც მოახერხეს აქციის მონაწილეებმა გზის დაკავება.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.