“ოცნება“ ბოლშევიკებს კოლოსალური ტყუილის უნარით ჰგვანან, როგორც ისინი ტყუოდნენ, ახლაც იგივეა- ხათუნა ოჩიაური
ხათუნა ოჩიაური, “ოცნებასა“ და ბოლშევიკებს შორის პარალელებს ავლებს და ამბობს, რომ ბევრი საერთო აქვთ, თუმცა მეთოდები მაშინ სხვა იყო.
“ესენი მათ კოლოსალური ტყუილის უნარით ჰგვანან, როგორც ბოლშევიკები ტყუოდნენ, ახლაც იგივეა“, - ამბობს ოჩიაური გადაცემა “რეაქციაში“.
მისი თქმით, “ამათ მომავლის ხალხი ეზიზღებათ, მათი განადგურება უნდათ, უბრალოდ, ახლა სხვა დროა და შეუძლიათ დაიჭირონ“.
მიზანი მაშინაც იგივე იყო, დათრგუნვა, დაშინება და საუკეთესო, მოაზროვნე ნაწილის ფიზიკური განადგურება, ახლა კი არის მორალური განადგურება. ესენი მათ კოლოსალური ტყუილის უნარით ჰგვანან, როგორც ბოლშევიკები ტყუოდნენ, ახლაც იგივეა. ამათ მომავლის ხალხი ეზიზღებათ, მათი განადგურება უნდათ, უბრალოდ ახლა სხვა დროა და შეუძლიათ დაიჭირონ, ოჯახი დააშინონ და დაადუმონ, ვერ ხოცავენ და ნერვიულობენ. მათი არსებობაც კი მათთვის საფრთხეა, სწორედ ესაა ბოლშევიზმი, - განაცხადა ოჩიაურმა.