ჯერ არ გვხვრეტენ, მაგრამ რომ მივცეთ ამის უფლება, ამასაც გააკეთებენ- კახა გოგიძე “ოცნებაზე“

26.02.25 00:24
ჯერ არ გვხვრეტენ, მაგრამ რომ მივცეთ ამის უფლება, ამასაც გააკეთებენ- კახა გოგიძე “ოცნებაზე“

“ოცნების“ ხელისუფლება ზუსტად ისე მიდის, როგორც ბოლშევიკები, მე არც მიკვირს, ამას ველოდი კიდევაც. იმიტომ რომ გველი გველის წიწილს აჩენს, - ამის შესახებ მსახიობმა კახა გოგიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რუსების საამებლად ისინი ყველაფერს გააკეთებენ და “ჩვენ დახოცილ ბიჭებს, ტატუნაშვილს და ანწუხელიძეს მტრებად გამოგვიცხადებენ“

ზუსტად ისე მიდიან, როგორც ბოლშევიკები, მე არც მიკვირს, ამას ველოდი კიდევაც. იმიტომ რომ გველი გველის წიწილს აჩენს. მაშინდელი მოღალატეები დარჩნენ, შეერივნენ ხალხი, ახლა უკვე ცოტა ძნელი იქნება. ღალატი გენეტიკურადაც მოგვდეს და სულაც არ მიკვირს.

მე რეალისტი ვარ და რეალისტურად ვხედავ, რაც შეიძლება მოხდეს. ჯერ არ გვხვრეტენ, მაგრამ რომ არ გვხრეტენ დღეს, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამკეთებლები არ არიან, აუცილებლად გააკეთებენ ამას, ამათ რომ მივცეთ ამის უფლება, გააკეთებენ და თანაც დიდი სიამაყით იზამენ ამ ყველაფერს. რუსების საამებლად, ჩვენ დახოცილ ბიჭებს, ტატუნაშვილს და ანწუხელიძეს მტრებად გამოგვიცხადებენ“, - დასძინა მან.