ახლო-მახლო სოფლები გაწმინდეს, ზედა სოფლები „დაიკიდეს“ და აფრიალებდნენ შემდეგ იმ ფოტოებს- ირმა გორდელაძე

26.02.25 01:03
 ახლო-მახლო სოფლები გაწმინდეს, ზედა სოფლები „დაიკიდეს“ და აფრიალებდნენ შემდეგ იმ ფოტოებს- ირმა გორდელაძე

სამოქალაქო აქტივისტი, ირმა გორდელაძე ამბობს, რომ ამ წუთებში სოფელ ლიხაურში კვლავ ცური მეტეოროლოგიური პირობებია. ისევ ამოვარდა ქარი და კვლავ გადაუღებლად თოვს.

“ვიცოდით, გაძლიერდებოდა ქარბუქი, ისევ თოვს, შუქიც ჩაქრა“, - ამბობს გორდელაძე.

სამოქალაქო აქტივისტი სამთავრობო ხელისუფლებას შერჩევით დახმარებაშია დანაშულებს და ამბოსბ, რომ სოფლების ნაწილი გაწმინდეს, ნაწილი კი “ფეხებზე დაიკიდეს“.

ისევ ქარი ამოვარდა ძალიან დიდი, ვიცოდით, გაძლიერდებოდა ქარბუქი, ისევ თოვს, შუქიც ჩაქრა. თოვლი მეტრზე მეტია უკვე. დილით რომ ჩემი პატარა სახლი ჩამოინგრა და მე ვიდეო ჩავწერე, შემდეგ მეზობლის ბიჭები მოვიდნენ და რაც შეძლებს, ბევრი მეზობლის სახლი გათოვლეს. მაღალმთიან სოფლებში, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, 2 მეტრზე მეტია თოვლი და ახალგაზრდებიც ძალიან ცოტაა, რაც მდგომარეობას ძალიან ართულებს. რაც თოვა დაიწყო, იქ გზა არ გაწმენდილა. მედია და სოცქსელები არ ყოფილიყო, ამას ვერ გაიგებდა ვერავინ, რომ ამ სოფლებში ასეთი მდგომარეობაა.

სამთავრობო წარმომადგენლებმა ახლო-მახლო სოფლები გაწმინდეს, ზედა სოფლები „დაიკიდეს“ და აფრიალებდნენ შემდეგ იმ ფოტოებს. დადგა მერი, გუბერნატორი სილაურში, ლიხაურში, ამგრამ რა დააშავეს დანარჩენმა სოფლებმა? ეს მოჩვენებითი, კომუნისტების დროს რომ ხდებოდა, საბჭოური მენტალიტეიდან ვერ გამოვედით“, - ამბობს გორდელაძე.