"მეშინია, სახლის სახურავი არ ჩამოინგრეს, კონტაქტზე ვერავისთან გავდივარ" - სტიქიის ზონაში ხალხი ისევ დახმარებას ითხოვს
სტიქიის ეპიცენტრში ხალხი ისევ დახმარებას უშედეგოდ ითხოვს. მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებობს საფრთხე, დიდთოვლობის გამო სახლის სახურავი თავზე ჩამოენგრეთ. ქალის თქმით, კომუნიკაციების არარსებობის გამო, შეუძლებელია, ვინმეს თუნდაც თანხის სანაცვლოდ სახურავუს თოვლისგან გაწმენდა სთხოვოს. მისი თქმით, სოფელში აღარც დენია და ტელეფონებიც უჯდებათ.
ამ დილამდე შიში არ მქონდა, რადგან არც უდენობა გვაწუხებდა და არც ეს თოვლი გამოიყურებოდა საშიშად, მაგრამ ახლა გარეთ გახედვაც მაშინებს.
ყველაზე მეტად მეშინია სახლის სახურავის, რომელიც არის ძალიან ძველი და ალბათობა იმისა, რომ ჩამოინგრეს არის მაღალი. სამწუხაროდ, ვერ ვწმენდთ, რადგან ჩემი და დედაჩემის ფიზიკურ ძალებს აღემატება. ეს ის მომენტია, როცა დახმარებას ვითხოვ სოციალური ქსელის მეშვეობით, რადგან კონტაქტზე ვერავისთან გავდივარ. ( სოფლის უდიდეს ნაწილს დენი არ აქვს, მესამე დღეა უკვე)
ვინმესაც ვერ ნახავ თანხის სანაცვლოდ, რომ გაწმინდოს სახლის სახურავი, აქ ვწერ იმიტომ, რომ უმრავლესობამ იცის სადაც ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, მობილურები გვიჯდება, - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.