დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ზუგდიდშიც - საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

26.02.25 11:17
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ზუგდიდშიც - საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა

დიდთოვლობამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. 7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. რამდენიმე საბავშვო ბაღში ბავშვები არ გამოცხადდნენ. 

ცნობილია ასევე, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.