"თოვლს ვადნობთ და საკვებს ისე ვაკეთებთ, მეშინია ფატალურად არ დასრულდეს ეს ყველაფერი"- გურულები დახმარებას ითხოვენ
გურიაში რთული ვითარებაა - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ ტექნიკა მათ სოფელში ამ დრომდე არ გამოჩენილა. მოსახლეობას მარაგი ეწურება, არ მიეწოდებათ არც ელექტროენერგია.
ძალიან დიდი თოვლია, მძიმე ტექნიკით ვერ ხდება თივლის საფარის გაწმენდა და თუ ხდებოდა, ჩვენამდე არ მოდიოდნენ. 2 მცირეწლოვანი შვილი მყავს დედასთან დატოვებული, ავადმყოფი ბებია და ავადმყოფი დეიდა, ჩემი ძმა სრული შემადგენლობით იმყოფებიან იმ სახლში.
კედელები დაიბზარა, ვერ ვუკავშირდები გამგებელს, არ ვიცი ვერ გამოდის თუ არ გამოდის ჩემთან კონტაქტზე. არაერთხელ მივწერე სოციალურ ქსელში.
სამაშველო ბრიგადასაც დავუკავშირდი, მეშინია, რომ ფატალური შედეგი არ მოიტანოს ამ ყველაფერმა.
5 დღეა, მეუბნებიან დაგეხმარებითო, თუმცა არავინ ჩანს, თოვა თუ გაგრძელდა, ძალიან ცუდი შედეგის წინაშე დავდგებით.
დედაჩემი თოვლს ადნობს და ბავშვებს საკვებს ისე უკეთებს"- აცხადებს ადგილობრივი.