მძიმე ვითარება ოზურგეთის ბაზარში - მაღაზიების დიდი ნაწილი თოვლით არის დაფარული

26.02.25 13:35
მძიმე ვითარება ოზურგეთის ბაზარში - მაღაზიების დიდი ნაწილი თოვლით არის დაფარული

სტიქიის შედეგად ოზურგეთის ერთადერთი ბაზარი მძიმედ დაზიანდა - მაღაზიების ნაწილი თოვლით არის დაფარული, ნაწილი კი სრულად მიწასთან არის გასწორებული.

მოვაჭრეები დილიდან  ობიექტებიდან  გადარჩენილი ნივთების გამოტანას შიშველი ხელებით ცდილობენ. მათი თქმით, ადგილზე სამაშველო სამსახური ჯერ  არ გამოჩენილა. 

ოზურგეთს, ისევე როგორც მთელ საქართველოს პატრონი არ ჰყავს"- ამბობენ მოვაჭრეები.  

სტიქიის ეპიცენტრში საკვების დეფიციტიც არის შექმნილი დახლები ცარიელია, სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილი  კი დახურული, რადგან მეხუთე დღეა, რაიონში  უგზოობის გამო დისტრიბუციის ავტომობილებიც კი  ვერ გადაადგილდება.