სტიქიის ზონაში მოხალისეებმა ადგილობრივებს საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს

26.02.25 15:40
სტიქიის ზონაში მოხალისეებმა ადგილობრივებს საკვები და მედიკამენტები მიაწოდეს

სტიქიის ზონაში მოხალისეებმა ადგილობრივებს პროდუქტები ჩაუტანეს. ადგილზე მათ ჩაიყვანეს ბურანებიც, რომლის მეშვეობითაც მაღალმთიან რაიონებში მისვლას მოახერხებენ.

მოხალისეების თქმით, სტიქიის ზონაში არიან ადამიანები, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ, რომლებიც მედიკამენტებს საჭიროებენ. ასევე ამბობენ, რომ ოჯახებში, სადაც მისვლა მოახერხეს, მშიერი ბავშვები დახვდათ, რადგან ადგილობრივებს საკვების მარაგებიც ამოეწურათ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია დახმარების პროცესში რაც შეიძლება მეტი ადმაიანი ჩაერთოს. 

ახლა აქ ბურანები მოვიდა. ბიჭები ისევ ვიმყოფებით ადმინისტრაციულ შენობასთან. საკმაოდ რთული ვითარებაა, იმაზე რთული, ვიდრე კადრებიდან ჩანს. გავედით, ვიყიდეთ პროდუქცია, რომელიც პოტენციურად გამოდგებოდათ იმ ადამიანებს, ვინც სოფლებში არიან ჩარჩენილი. ეს არის საკვები პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, საწვავი, მედიკამენტები, ბავშვთა კვების და ჰიგიენის საშუალებები, რაც მოგვიანებით გადავტვირთეთ ორ მანქანაში, მაღალი გამავლობის მანქანებშ და დავიძარით გურიის მიმართულებით. გუშინ საღამოსვე დავიწყეთ მუშაობა რამდენიმე მიმართულებით. თოვა იყო საკმაოდ ინტენსიური, ამიტომ რიგ მონაკვეთებზე გვიხდებოდა ფეხით გადაადგილება, - ამბობს მოხალისე.