ძლიერი საქართველო: დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად ტრაქტორების ქირაობას ვაპირებთ

26.02.25 15:47
ძლიერი საქართველო: დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად ტრაქტორების ქირაობას ვაპირებთ

კოალიცია "ძლიერი საქართველო" გურიაში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად JCB ტიპის ტრაქტორების ქირაობას აპირებს. 

ინფორმაციას კოალიცია სოციალურ ქსელში ავრცელებს და უთითებს საგანგებო შტაბის სპეციალურ ნომერს: 599 93 84 84.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“  ოზურგეთში, საგანგებო შტაბი შექმნა. როგორც "პირველებს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, შტაბი განახორციელებს  მოხალისეების მობილიზებას  -  საუბარია გურიის რეგიონზე. 

კოალიციაში აცხადებენ, რომ ეს შტაბი მოახდენს მათ შორის სხვადასხვა  რეგიონიდან  ჩასული მოხალისეების კოორდინაციას. გურიაში იმყოფებიან "ძლიერი საქართველოს" ლიდერებიც.