"მიცვალებული ვერ ამოგვყავს სოფელში, გზა არ გაგვიწმინდეს, ესენია ხალხი?" - იმერეთში 149 სოფელი ჩაკეტილია

26.02.25 17:37
"მიცვალებული ვერ ამოგვყავს სოფელში, გზა არ გაგვიწმინდეს, ესენია ხალხი?" - იმერეთში 149 სოფელი ჩაკეტილია

 

 

სტიქია იმერეთში - დიდთოვლობის და უამინდობის გამო, რეგიონში 149 სოფელი მესამე დღეა გარესამყაროს არის მოწყვეტილი. 30 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილია 237 სოფელი. 

კრიტიკულია ვითარება ვანში და ბაღდათში. ხალხი „ტვ პირველს“ ეუბნება, რომ სამი დღეა დახმარებას ითხოვენ, თუცმა არავინ რეაგირებს.

არავინ არაფერში არ გვეხმარება. დენი არ გვაქვს. მიცვალებული გვყავს სოფელში, სამი დღეა საავადმყოფოშია და სოფელში ვერ მოვიყვანეთ მიცვალებული, გზა არ გაგვიწმინდეს, მაგენია ხალხი? იმხელა მანძილიდან ძლივს გამოვედი მეზობელთან, დვიჟოკი ჩართო და გადმოვედი, იქნება შვილებს ხმა მივაწვდინო, რომ მოგვეხმარონ. პურის ფქვილს მეშოკით არ ყიდიან, კილოობით, სად წავიდე კილოობის გამო ამ გზაზე. გამოუშვეს ვითომ ტრაქტორი და ეს არის გაწმენდილი? აქ სასწრაფო როგორ ამოვა. მიცვალებული ვერ მოგვყავს, საჭმელი ევრ მოგვაქვს, დენი ჩვენ არ გვაქვს. ზედა ვანში კი დანგრეულა ერთი სახლი, ჩემმა გოგომ დამირეკა ვანიდან და ძლივს გამოუსწრიათ ვანიდან", - ამბობს ადგილობრივი.