ივანიშვილს ნახატების შემოტანისთვის 90 მილიონი რომ გადაეხადა, 1000 თოვლის გამწმენდ ტრაქტორს შეიძენდნენ - "გახარია საქართველოსთვის"

26.02.25 18:00
ივანიშვილს ნახატების შემოტანისთვის 90 მილიონი რომ გადაეხადა, 1000 თოვლის გამწმენდ ტრაქტორს შეიძენდნენ - "გახარია საქართველოსთვის"

"გახარია საქართველოსთვის" ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ნახატების კოლექციის საქართველოში შემოტანისთვის 90 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა, რაც არ გადაიხადა. 

პარტიის თქმით, ოლიგარქს აღნიშნული თანხა რომ გადაეხადა, 1000 თოვლის გამწმენდი ტრაქტორის შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. 

ივანიშვილს 500 მილიონი დოლარის ნახატების შემოტანისთვის საქართველოს ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 90 მილიონი დოლარი, რაც არ გადაიხადა. ამ ფასად შესაძლებელი იყო 1000 თოვლის გამწმდენი ტრაქტორის შეძენა", - წერს "გახარია საქართველოსთვის".

 დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა, ასევე იმერეთის სოფლებში. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ადგილზე ჩავიდა თავდაცვის ძალები, ასევე მოხალისეების დიდი ჯგუფი.