"სახლის სახურავი ჩამოგვენგრა, ბავშვია შიგნით! გვიშველეთ!" - მოქალაქე სტიქიის ზონიდან

26.02.25 18:11
"სახლის სახურავი ჩამოგვენგრა, ბავშვია შიგნით! გვიშველეთ!" - მოქალაქე სტიქიის ზონიდან

ამ დრომდე მძიმე ვითარებაა გურიაში. რეგიონში ისევ გადაუღებლად თოვს. "პირველებს" ცოტა ხნის წინ სტიქიის ზონიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ერთ-ერთ სახლს, სადაც მცირეწლოვანი ბავშვია ჩარჩენილი, სახურავი ჩამოენგრა. მოქალაქე ამბობს, რომ 112-შიც დარეკა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მისვლას მაშველები ვერ ხახერხებენ. 

ციხის ფერდიდან გიკავშირდებით, სახლის სახურავი ჩამოგვენგრა და პატარა ბავშვია შიგნით. სახლი არ არის დანგრეული მთლიანად, მაგრამ ავარიულია და ნებისმიერ წუთს შეიძლება, ჩამოინგრეს. 112-შ ვრეკავ და ყველგან ვრეკავ, მაგრამ ვერ მიდიან იქამდე, დაგვეხმარეთ, რა.ბავშია შიგნით, სახურავი აღარ აქვს სახლს და რა უნდა ქნან, არ იციან, - ამბობს ადგილობრივი. 

სტიქიის ზონაში ახლაც ინტენსიურად თოვს. ადგილობრივებს ამ დრომდე არც დენი აქვთ და საკვებიც ეწურებათ. ხალხი დახმარებას ითხოვს. ამ დროს კი კრიტიკულ კითხვებს დამალული ე.წ. ხელისუფლება სამთავრობო მედიებთან ამბობს, რომ გზები იწმინდება, მაგრამ რეალობაა სულ სხვაა. ქალაქის რამდენიმე ქუჩის გარდა, ოზურგეთში გადაადგილებაც კი შეუძლებელია.

"პირველებთან" სტიქიის ზონიდან ზარები ამ დრომდე არ წყდება.