20 ივნისის საქმე სტრასბურგში - რა პრეცედენტი შეიძლება შეიქმნას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით

26.02.25 20:05
20 ივნისის საქმე სტრასბურგში - რა პრეცედენტი შეიძლება შეიქმნას ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით

ისტორიული სხდომა ევროსასამართლოში - ივანიშვილის რეჟიმს დარბეულ აქციაზე პასუხისგება გავრილოვის ღამიდან 6 წლის შემდეგ უწევს. დიდი პალატა 20 ივნისის საქმეზე ვერდიქტს ექვს თვეში გამოაცხადებს. საქართველოს შემთხვევაში ეს უპრეცედენტო პროცესია. სხდომას ესწრებოდა მაკო გომური, ვისაც სპეცრაზმმა ტყვია დამიზნებით ესროლა და თვალი დაკარგა. 

დღეს სხდომათა დარბაზში არგუმენტების გარეშე იყო მისული იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც დღეს დიდი პალატის მოსამართლეებს არწმუნებდა, რომ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგმა არ უნდა იჩქაროს გადაწყვეტილების გამოცხადება, რადგან საქმეები ამ დრომდე საგამოძიებო სამსახურშია. 

ხმაურიანი განხილვის დროს მოსამართლეთა კოლეგია დაინტერდა საპროტესტო აქციებზე არის თუ არა დაცული ჟურნალსიტების უფლებები. რამდენ რეპორტიორს დასჭირდა დარბევევის შემდეგ ექიმების დახმარება. არის თუ არა მედიისთვის დარბევევის დროს გამოყოფილი სპეციალური ადგილი, რომ უსაფრთხოდ შეასრულონ სამსახურეობრივი მოვალეობა. რის საპასუხოდაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ირწმუნებოდა, რომ საქართველოში გადაადგილების უფლებას მედიას არ უზღუდავენ.

ევროსასამრთლოში პროცესს ესწრებოდა ნონა წოწორია.  სტარასბურგის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე "პირველებთან" ამბობს, რომ დიდი პალატა შესაძლოა, ძალიან შორს წავიდეს ამ ხმაურიან საქმეზე, რადგან დღეს სხდომაზე  გაიჟღერა რომ კონვენციის 4-ე მუხლი უნდა აამოქმედონ. ეს მუხლი სასამართლოს უფლებამოსილებას აძლევს აღსრულების მექანიზმები თავად დაადგინოს.

ახლა ევროსასამართლოს დიდმა პალატამ უნდა თქვას, ჩაატარა თუ არა "ოცნებამ" სისხლიანი ღამის შესახებ სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დაისაჯა თუ არა ყველა, ვინც მშვიდობიანი აქციის მონაწილეების სასტიკად დარბევის ბრძანება გასცა და ვინც მოქალაქეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.