სტიქიის პირისპირ მიტოვებული ადამინები - ელექტროენერგიის და საკვების გარეშე დარჩენილი მოქალაქეები შველას ითხოვენ
სტიქიის ზონაში ხალხი ისევ შველას ითხოვს. მდგომარეობა მეხუთე დღესაც მძიმეა. მოქალაქეებს არ აქვთ დენი, წყალი, საკვები და მედიკამენტები. გარე სამყაროს უამრავი სოფელია მოწყვეტილი. ხალხი თოვლში ჩაფლული სახლებიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. ადამიანები ისევ ბედის ანაბარად არიან მიტოვებულები. განსაკუთრებით კრიტიკულია მდგომარეობა გურიაში, სადაც მოქალაქეებს სახლები თავზე ენგრევათ.
სტიქიის ზონაში ჩასული კობახიძე ხალხთან არ მისულა. ოლიგარქის პრემიერი მდგომარეობას შტაბიდან აკვირდება. გვიმტკიცებენ, რომ გზები იწმინდება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩებზეც კი გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ დრომდე დასავლეთ საქართველოში გადაუღებლად თოვს. სტიქიის ეპიცენტრია იმერეთიც, სადაც 149 სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
დახმარებას ითხოვენ ჭირისუფლებიც, რომლებიც მიცვალებულების სათანადოდ დაკრძალვას ვერ ახერხებენ. სტიქიის შედეგად გარდაცვლილი იური ჭუმბურიძის ოჯახი უკვე მე-3 დღეა მიცვალებულის ჩასასვენებელს ელოდება, მაგრამ გაუწმენდავი გზების გამო მათ სახლამდე მისვლას ვერავინ ახერხებს.
სტიქიის პირისპირ მიტოვებული ადამინები - ნახეთ, დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.