სტიქიის შემდეგ გამოცხადებული ტენდერი - რეჟიმს თოვლმავლების ყიდვა მხოლოდ ახლა გაახსენდა

26.02.25 20:30
სტიქიის შემდეგ გამოცხადებული ტენდერი - რეჟიმს თოვლმავლების ყიდვა მხოლოდ ახლა გაახსენდა

დაგვიანებული რეაგირება - საგანგებო სამსახურმა განგაშის სიგნალი სტიქიიდან ხუთი დღის შემდეგ ჩართო.  გომელაურის სამსახურს თოვლმავლების ყიდვა მხოლოდ გუშინ გაახსენდა.  ეს მას შემდეგ, როცა  დასავლეთ საქართველო უხვმა თოვლმა დაფარა, ადამიანები სტიქიის შედეგად გარდაიცვალნენ და სახლები დაინგრა. საგანგებო სამსახურმა გამარტივებული ხელშეკრულება და ისიც "ოცნების"  შემომწირველთან  გააფორმა. 3-მ თოვლმავალში 250 ათას ლარზე მეტს გადაიხდიან 

ჩნდება კითხვა - სად იყვნენ აქამდე?  ყველა უწყებამ მოსალოდნელი უამინდობის შესახებ წინასაწარ იცოდა, მაგრამ  სტიქია მაშინ ახსენდებათ,  როცა სავალალო შედეგები უკვე დამდგარია.  ასე მოხდა ოზურგეთშიც, რომელიც სტიქის ეპიცენტრია. ადგილობრივმა მერიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის  და საჭირო ტექნიკისთვის თანხა  გამარტივებულ შესყიდვაზე მხოლოდ დღეს მოითხოვა.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.