სადამსჯელო ოპერაცია ხელოვანების წინააღმდეგ - "ოცნება" თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას აუქმებს

26.02.25 21:11
სადამსჯელო ოპერაცია ხელოვანების წინააღმდეგ - "ოცნება" თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას აუქმებს

სადამსჯელო ოპერაცია ხელოვანების წინააღმდეგ -  "ოცნება" თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობას აუქმებს.  რეპრესიული კანონი დაინიცირებულია. იქნება მხოლოდ ერთი კაცის - დირექტორის მმართველობა. მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას კულტურის სამინისტრო მიიღებს. 

ამ დრომდე სახელმწიფო და მუნიციპალურ თეატრებში სახატვრო ხელმძვანელი შემოქმედებით მიმართულებას განსაზვრავს, ახლა "ოცნება" ამტკიცებს, რომ დირექტორის და სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილებები ერთმანეთში ირევა, რის გამოც თეატრის მართვა ფერხდებ.

"ოცნების" ეს ინიციატივა დროში თეატრის წიაღში აგორებულ დიდ საპროტესტო ტალღას და გაფიცვას ემთხვევა, ამიტომ მსახიობები ფიქრობენ  ეს კანონპროექტი თეატრის იმ  ხელმძანელი პირების ჩამოშრებას ემსახურება, ვინც რეჟიმს მორჩილებას არ უცხადებს. 

დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.