დიდთოვლობის გამო, რკინიგზა 27 თებერვალს დამატებით რეისებს აუქმებს

უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, საქართველოს რკინიგზა 27 თებერვალს დამატებით რეისებს აუქმებს.
რკინიგზა იუწყება, რომ მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
საქართველოს რკინიგზა დამატებით გაცნობებთ, რომ არსებული უამინდობის და დიდთოვლობის გამო, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი, კერძოდ:
27 თებერვალი:
#802/801 თბილისი-ბათუმი;
#804/803 თბილისი-ბათუმი;
#870/869 თბილისი-ზუგდიდი;
#874-873 თბილისი -ფოთი;
#618/617 თბილისი-ბორჯომი;
#686/685 თბილისი-ბორჯომი;
მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.
საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო, - ნათქვამია განცხადებაში.