უწყვეტი პროტესტის 91-ე დღე - რა ხდება რუსთაველის გამზირზე

26.02.25 21:26
უწყვეტი პროტესტის 91-ე დღე - რა ხდება რუსთაველის გამზირზე

უწყვეტი პროტესტის 91-ე დღე საქართველოში - ამ წუთებში, თბილისში, რუსთველის გამზირზე მოქალაქეები იკრიბებიან.

პროევროპული აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქციაზე უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეებს, მათ გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.

დღევანდელი საპროტესტო აქცია სინდისის პატიმარს, ირაკლი მიმინოშვილს ეძღვნება. ადგილზე არიან სეუ-ს სტუდენტები, რომლებიც ირაკლი მიმინოშვილს გამძლეობას და მხენობას უსურვებენ.

თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს. ირაკლის მინდა ვუთხრა, რომ შეინარჩუნოს ის პოზიტივი, რითაც დაგვამახსოვრა თავი და იყოს სულ ისეთი ღიმილის ბიჭი, როგორიც იყო სასამართლოზე. ირაკლის ვუსურვებ მხნეობას. აუცილებლად მივაღწევთ ჩვენ გამარჯვებას და აუცილებლად ვნახავთ ირაკლის თავისუფალს. აუცილებლად დავასრულებთ იმ რეჟიმს, რომელმაც ის ოთხ კედელში გამოკეტა", - ამბობს აქციის მონაწილე.