აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება

26.02.25 21:40
აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი 4 მარტს განახლდება

გამოცემა "ბათუმელების" ცნობით, აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება.

განათლების სამინისტროს განცხადებით, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აჭარის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

სამინისტროს თქმით, სწავლა ნაწილობრივ მიმდინარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.