"ოცნება" თავიდან ბოლომდე ფუყეა - დოლიძე

26.02.25 22:53
"ოცნება" თავიდან ბოლომდე ფუყეა - დოლიძე

"რეჟიმი, რომელიც გვყავს, ვერ უმკლავდება ისეთ ბუნებრივ მოვლენებს, რომელთანაც გამკლავება და განჭვრეტაც წინასწარ შესაძლებელია, რადგან "ოცნება" ფუყეა" - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება დიდთოვლობას მოუმზადებელი და ყველანაირი გეგმის გარეშე შეხვდა, რამაც მოსახლეობის უსახლ-კაროდ დარჩენა განაპირობა. 

პრობლემა იმაშია, რომ ვერც მოიფიქრებ, ვის მიმართო დახმარებისთვის, რადგან ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები დასახმარებლად მზად არ არის, ან არ არსებობს. არ არის გეგმა, რომელიც აღსრულებაში უნდა მოყვანილიყო 5 დღის წინ. როგორც ახალი წელი დგება ყოველ წელს, ისევე მოდის თოვლი. მთელი არსი იმ რეჟიმისა, რომელიც გვყავს მდგომარეობს, რომ ის ვერ შეძლებს გაუმკლავდეს ისეთ ბუნებრივ, არაბუნებრივ მოვლენებს, რომელთანაც გამკლავება, რომლის განჭვრეტა, წინასწარ იქებოდა შესაძლებელი. იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე ფუყეა ეს ხელისუფლება. ის დგას ბიძინა ივანიშვილზე", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

დასავლეთ საქართველოში სტიქია მძვინვარებს - დიდთოვლობამ განსაკუთრებით დიდი პრობლემები გურიასა და აჭარაში შექმნა. ათობით სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. უამრავი ოჯახი სახლ-კარის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობის უმტესობას არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი. ადგილზე ჩავიდნენ თავდაცვის ძალები, ასევე მოხალისეების დიდი ჯგუფი.