ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას მონაკვეთზე, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, უხვი ნალექისა და დაბალი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ25-კმ50 (ბაღდათი-კურორტი საირმე) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.