"ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი - ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური" | ზვიად ცეცხლაძის წერილი ციხიდან
სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებული ზვიად ცეცხლაძე, რომელსაც რეჟიმი ძალადობრივი ქმედების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობას ედავება, საპატიმროდან წერილს აგზავნის.
ოთხ კედელში გამოკეტილი სინდისის პატიმარი თავისუფალი მომავლისთვის მებრძოლ მოქალაქეებს მხარდამჭერისთვის მადლობას უხდის და მათ ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
"ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური. გავიმარჯვებთ სახელოვნად" - ნათქვამია წერილში.
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის. ეს სიტყვები არჩილ ხოფერიასია - "ვიბრძვით, ვკვდებით, რომ იცოცხლოს საქართველომ". მეც ხშირად ვიყენებ ოღონდაც. ჯერ კიდევ ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი და ჩვენ, ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური. გავიმარჯვებთ სახელოვნად". - წერია წერილში.