გურიის სოფელში მიცვალებულს ვერ ასაფლავებენ - ცნობები სტიქიის ზონიდან

27.02.25 11:07
გურიის სოფელში მიცვალებულს ვერ ასაფლავებენ - ცნობები სტიქიის ზონიდან

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 

ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ გურიის რეგიონებში, დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში, არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს. 

განსაკუთრებით, რთული ვითარებაა სოფელ ზოდში, სადაც თოვლი 3 მეტრს აღწევს. მოსახლეობას არ მიეწოდებათ წყალი, ასევე ეწურებათ საკვები. 

 

ასევე რთული მდგომარეობაა სხვა სოფლებში, სადაც ადგილობრივები "პირველებს" ეუბნებიან, რომ მიცვალებულს ვერ ასაფლავებენ.

მიცვალებული ვერ დავასაფლავეთ, გზა გავწმინდეთ ჩვენი ხელით, მარა ხალხი აღარაა რომ საფლავი გავთხაროთ, ტრაქტორიც არ გვყავს და 7 დღეა მიცვალებული ვერ დავასაფლავეთ" - ამბობს ადგილობრივი. 

მსგავსი სიახლეები