სად იმყოფებიან სტიქიის ზონაში ჩასული კობახიძე და ყაველაშვილი?
სად იმყოფებიან სტიქიის ზონაში ჩასული კობახიძე და ყაველაშვილი? - ამის გასარკვევად, "პირველების" კორესპონდენტი ოზურგეთის მერიაში მივიდა, სადაც რეჟიმის წარმომადგენლები გუშინ იყვნენ გამაგრებულები და ამის ამსახველი ფოტოც გავრცელდა.
ადგილზე მისული "პირველების" ჟურნალისტი შენობაში არ შეუშვეს.
ასევე "ტვ პირველის" გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ოზურგეთის მერიის წინა მხარეს ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების მანქანებია განთავსებული, ასევე აღსანიშნავია, რომ ამ მონაკვეთზე გზა გაკვალულია.
- სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს.
- ადგილობრივი ხელისუფლება ირწმუნება, რომ გურიის რეგიონებში, დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში, არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.
- განსაკუთრებით, რთული ვითარებაა სოფელ ზოდში, სადაც თოვლი 3 მეტრს აღწევს. მოსახლეობას არ მიეწოდებათ წყალი, ასევე ეწურებათ საკვები.