რა შედეგი ექნება სტიქიას - გარემოს დამცველები მეწყრული და ღვარცოფული პროცესების განვითარებას ვარაუდობენ

27.02.25 12:07
რა შედეგი ექნება სტიქიას -  გარემოს დამცველები მეწყრული და ღვარცოფული პროცესების განვითარებას ვარაუდობენ

გარემოს დამცველები დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ - საჭიროა მოსამზადებელი ეტაპის დაწყება იმ რეგიონებში, სადაც უხვი თოვლის გამო წყალდიდობები და მეწყრებია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსები მომავალი კვირიდან დასავლეთ საქართველოში დაბალ ტემპერატურას პროგნოზირებენ. მოსალოდნელია მოლიპა და ყინული, თუმცა უფრო საყურადღებოა თოვლის დნობის ეტაპი, რადგან თოვლის დნობას შესაძლოა წყალმოვარდნა და მეწყრული პროცესების განვითარებაც მოყვეს.

თუ მოხდა ისე, რომ იქნება მაღალი ტემპერატურები და თოვლი სწრაფად დადნა, მდინარის ხეობებში იქნება ჭარბი რაოდენობით წყალი, რომელსაც შეუძლია წყალმოვარდნების განვითარება დასავლეთ საქართველოში, სადაც დიდი თოვლია მოსული, ან მეწყრული, ღვარცოფული პროცესების ჩამოყალიბება. ერთი საკითხია თოვლიანობა, რომელიც ინფრასტრუქტურას უქმნის საფრთხეს, ადამიანებს და კომუნიკაციებია ჩაკეტილი, ხოლო მეორე საკითხია თოვლისგან შესაძლო ზვავების განვითარება. ეს მნიშვნელოვანია რიკოთის შემთხვევაშიც, თუმცა გურიაშიც და იმერეთშიც არის საზვავო კერები, საიდანაც შეიძლება ზვავი განვითარდეს". - განაცხადა ლაშა სუხიშვილმა. 

ჰიდროლოგი ნიკა წითელაშვილი კი მიიჩნევს, რომ პრევენციული ზომების გატარება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს მდინარეთა ჭალები, ხეობები, რომლებიც არ უნდა იყოს გამოყენებული განსახლებისთვის. 

ნიკა წითელაშვილის განცხადებით, ასევე აუცილებელია, რომ მონიტორინგის სისტემა დაწესდეს როგორც ნალექების, ასევე მდინარეთა დონის კონტროლის მიმართულებით. 

მოსალოდნელი იქნება მდინარეებზე და პატარა ხევებზე წყლის დონის მატება. პრევენციული ღონისძიება არის დაგეგმვა. უნდა იყოს კარგად განსაზღვრული მდინარეთა ჭალები, ხეობები. ეს ჭალები და ხეობები, რომელიც მოწყვლადი არის წყალდიდობებისა და მსგავსი სტიქიური პროცესების მიმართ, არ უნდა იყოს გამოყენებული განსახლებისათვის. ასევე აუცილებელია, რომ იყოს კარგად გამართული მონიტორინგის სისტემა, როგორც ნალექების მიმართულებით, ასევე მდინარეთა დონის კონტროლის მიმართულებით". - განაცხადა ნიკა წითელაშვილი. 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 

"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში, დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში, არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს. 

მსგავსი სიახლეები