ჩამონგრეული ჭერები და მედიკამენტების გარეშე დარჩენილი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები - რა ხდება სტიქიის ზონაში

27.02.25 13:15
ჩამონგრეული ჭერები და მედიკამენტების გარეშე დარჩენილი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები - რა ხდება სტიქიის ზონაში

სტიქია გურიაში - სოფლებში სიცოცხლის რისკის ქვეშ ამ წუთებში, ასობით ოჯახს უწევს ყოფნა. მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები ყოველწუთიერად ელოდებიან, რომ ვინმე გამოჩნდება და საფრთხისშემცველი დათოვლილი სახლებიდან უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანენ. გურიაში დილიდან თოვს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მაღალმთიან სოფლებში.

ახლა ამოვედით საჭამიას სერის ცენტრში. მაღაზიის ჭერი ჩანგრეულია. ამ თემში არის დაახლოებით 150 ოჯახი, აქედან 7 ოჯახი კალაკოვშია, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა დახმარება. არის ოჯახები სადაც შეშის მარაგის ამოწურვის საშიშროება შეიძლება იყოს", - ამბობს ადგილზე მყოფი მოქალაქე. 

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ინტენსიურად მუშაოებენ სტიქიის ზონაში, მოსახლეობა ამბობს, რომ გზები ჯერ კიდევ მიუვალი და გაუკვალავია, რის გამოც ადამიანებამდე მედიკამენტების მიწოდებაც კი ვერ ხდება.

სოფელ არჩეულში სამი დღეა ვრეკავთ გზის გაწმენდაზე და არავინ მოგვაქცია ყურადღება. ასთმიან ადამიანს, დიაბეტიან ბავშვს, რომლებსაც სჭირდებათ წამალი, ახლა ფეხით მოდიან და როდის ამოაღწევენ. რა ვუყოთ იმ დიაბეტიან აბვშვს, რომელსაც შავი პური არ აქვს?- ამბობს მოქალაქე.