გურიის მაღალმთიან სოფელში ქალები ბავშვებთან ერთად არიან ჩარჩენილები და დახმარებას ითხოვენ

27.02.25 13:25
გურიის მაღალმთიან სოფელში ქალები ბავშვებთან ერთად არიან ჩარჩენილები და დახმარებას ითხოვენ

გურიის მაღალმთიან სოფელ ქვენობანში ქალები ბავშვებთან ერთად არიან ჩარჩენილები და დახმარებას ითხოვენ.

როგორც ადგილობრივი "პირველებთან" ყვება, სახლი დანგგრევის პირასაა, მაშველები კი ვერ ეხმარებიან. 

სახლის გადათოვლის პრობლემა მაქვს, მამაკაცები არ არიან ჩვენს კუთხეში და ვერც მოდიან, გზები არაა. ახლა სამზარეულო გავქვს ძალიან საშიშად და სახლიც, სამი ბავშვი გვყავს სახლში და მეზობელიც შემოხიზნულია ჩემთან. ქმარიც და შვილიც მიწაში მყავს შვილო, ორი ქალი ბავშვებით ვართ სახლში, მაშველებმა დამირეკეს, ჩვენ ვერ დაგეხმარებით სახლის დათოვლაშიო", - ამბობს ადგილობრივი. 

გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 

"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში, დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში, არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.