"5 ტრაქტორიდან ნაწილი გაფუჭებულია, გზები ამ დრომდე გაუწმენდავია" - ვითარება ქობულეთის სოფლებში

27.02.25 13:56
"5 ტრაქტორიდან ნაწილი გაფუჭებულია, გზები ამ დრომდე გაუწმენდავია" - ვითარება ქობულეთის სოფლებში

არასამთავრობო ორგანიზაციის - „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე ივანიშვილი ხელისუფლებას ტყუილში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქობულეთის რაიონში გზები გაწმენდილი არ არის. 

მისი თქმით, 65 თემში 5 ტრაქტორი მუშაობს მხოლოდ, რომელთაგან ნაწილი წყობიდან გამოსულია. 

ახლა პრემიერ მინისტრი არის ქობულეთში და გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქობულეთში ყველა სოფელთან და თემთან არის გახსნილი მისასვლელი გზა და არის შუქი. ეს არის არასწორი და რატომ. მე მინდა სანამ ის აჭარაშია, დაუსვას კითხვა აჭარის მთავრობას, რამდენი სპეციალური ტექნიკა, ტრაქტორი გააჩნია ქობულეთის რაიონს და 5-იდან ერთი თუ ორი უკვე გაფუჭდა. 65 თემში 5 ტრაქტორი რამდენ ხანში უნდა მივიდეს და გაწმინდოს? არცერთი ცენტრალური გზა არ არის გაწმენდილი და არ არის შუქი. "სამებიდან" დამირეკეს, რომ ხალხს პროდუქტების მარაგიც კი აღარ აქვთ", - ამბობს თამაზ ბაკურიძე.

კობახიძე დღეს აჭარაში იმყოფება - მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ბათუმში, ქობულეთში და ხელვაჩაურში, სამუშაოების შედეგად, გზები არსებითად არის გაწმენდილი.