გურიაში ხალხის დასახმარებლად წასული აქტივისტი ხუთი ათასი ლარით დააჯარიმეს

27.02.25 15:02
გურიაში ხალხის დასახმარებლად წასული აქტივისტი ხუთი ათასი ლარით დააჯარიმეს

გურიაში ხალხის დასახმარებლად ჩასულ მოხალისეებს ივანიშვილის რეჟიმმა გზად საჯარიმო ქვითრები დააწია - კაცი, რომელმაც გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა აღმართა, დღეს კი მოქალაქეების გადასარჩენად იბრძვის, 5 000 ლარით დააჯარიმეს. 

გურამ ხუციშვილს დაჯარიმების შესახებ იმ დროს აცნობეს, როდესაც დიდთოვლობის გამო ჩაკეტილ სოფელში გზას კვალავდა. 

მე ჯერ არ დავუჯარიმებივარ, მაგრამ დაეწია ზოგს და ბევრს დაეწევა. თოვლი სამი მეტრი იქნება, თუ პალმები იქნება, ჯარიმების საკითხი ცალკე მსჯელობის ამბავი არის." - განაცხადა მოქალაქემ. 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 

"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.