"ჩემში ჯერ მიშა გავარდა და მერე წავედი აქციაზე" - რა თქვა პროცესზე ქართლოს ნატროშვილმა

27.02.25 15:43
"ჩემში ჯერ მიშა გავარდა და მერე წავედი აქციაზე" - რა თქვა პროცესზე ქართლოს ნატროშვილმა

ჩავრთე ტელევიზორი, ვნახე, რომ არის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია - ჩემში ჯერ მიშა "გავარდა" და მერე წავედი მე აქციაზე - ასე მიმართა დღეს სასამართლო სხდომაზე ქართლოს ნატროშვილმა მოსამართლე კობა ჩაგუნავას და უხსნიდა, რომ კანონი არ დაურღვევვია. 

ამის მიუხედავად, მოსამართლემ იუმორისტი 500 ლარით დააჯარიმა.

ჩავრთე ტელევიზორი და დავინახე არის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩემში ჯერ მიშა გავარდა და მერე წავედი აქციაზე. ბატონო მოსამართლევ, თითქმის ყოველდღე, როცა ვარ თბილისშ, მე ვარ აქციაზე და არ მახსენდება შემთვევა, რომ ჩემთან რომელიმე პატრულის თანამშრომელი მოსულიყოს და სიტყვიერად მაინც გავეფრტილებინე", - განაცხადა ქართლოს ნატროშვილმა. 

იუმორისტს რეჟიმი ე.წ. ინაუგურაციის დღეს, რუსთაველის გამზირზე მიხეილ ყაველაშვილისთვის წითელი ბარათის ჩვენებას და გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.