7 კმ. ფეხით სანთლისთვის და პაციენტები, რომლებიც კლინიკაში ვერ გადაჰყავთ - ვითარება სტიქიის ზონაში

27.02.25 17:15
7 კმ. ფეხით სანთლისთვის და პაციენტები, რომლებიც კლინიკაში ვერ გადაჰყავთ - ვითარება სტიქიის ზონაში

ამ დრომდე რთულია ვითარება გურიის რეგიონში - სტიქიის ზონაში ხალხი ფეხით გადაადგილებასაც კი ვეღარ ახერხებს, ათობით ოჯახი შველას ელოდება. ამ წუთებში კი მოხალისეები სოფელ ჯუმათამდე მისასვლელი გზის გაკვალვას ცდილობენ, რათა პაციენტი როგორმე კლინიკაში ჩაიყვანონ. 

ჯუმათში გვაქვს ერთი კრიტიკული სიტუაცია, ერთი ადამიანია ცუდად და გამოსაყვანია. ამისთვის მიდის მთის ხალხი. რაც ინფორმაცია გვაქვს, საკვები და წამლები სჭირდებათ ადგილზე მოსახლეობას. ოზურგეთში ვართ, ორჯერ გავჩერდით თოვლში და მხოლოდ მხოალსიეები დაგვეხმარნენ", - ამბობს ოზურგეთში მყოფი ილია ღლონტი. 

არის სოფლები, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მობილიზებული მძიმე ტექნიკა თვალითაც კი არავის უნახავს. სუპერმარკეტებში მარაგებია შესავსები, უგზოობის გამო კი დისტრიბუტორები დანიშნულების ადგილამდე ვერ ახერხებენ მისვლას. ოზურგეთის ქუჩებში საშინელი ანტისანიტარიაა.

ნასაკირალიდან 7 კმ ფეხით გამოვიარეთ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, შუქი არ გვაქვს, სანქთლები ვიყიდეთ, მაგისთვის ჩამოვედით ახლა და ვბრუნდებით უკან_ ამბობს ნასაკირალის მკვიდრი. 

 

მსგავსი სიახლეები