პიარისთვის მიყვანილი მეეზოვეები? - ვიდეო ბათუმიდან
კადრები ბათუმიდან - "პირველებისთვის" მოწოდებულ ვიდეომასალით დგინდება, რომ ერთ კონკრეტულ პერიმეტრზე მეეზოვეთა ჯგუფია მობილიზებული, სამუშაოებს ადგილზე სპეციალური მისიით მისული ქალი აკონტროლებს და ადგილზე მიყვანილ თანამშრომლებს ფოტოებს უღებს.
კადრებით დგინდება, რომ ფოტოების გადაღების შემდეგ, მეეზოვეები მუშაობას წყვეტენ და ადგილს ტოვებენ.
ფაქტი მოქალაქეებს უჩენთ ეჭვს, რომ ივანიშვილის რეჟიმი მეეზოვეებსაც კი იმის სადემონსტრაციოდ იყენებს, რომ თითქოს, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების მიუხედავად, ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავენ.