„ოცნების ქალაქში“ კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

27.02.25 17:33
„ოცნების ქალაქში“ კორპუსის სახურავის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში „ოცნების ქალაქში“ კორპუსის სახურავი ჩამოინგრა - შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.  ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

მოქალაქის დაშავების ფაქტი „აჭარა თაიმსის“ პირდაპირ ეთერში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ დაადასტურა

მინისტრის თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.