“ღმერთი თუ გვიშველის, თორე ამ მთავრობის იმედი არ გვაქვს“ - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
სტიქიის ზონა და მიტოვებული ხალხი - ადამიანებს დიდ თოვლში და გაუკვალავ გზებზე კილომეტრების გავლა უწევთ, რომ სიცოცხლისთვის საჭირო პროდუქტი მოიმარაგონ. რეგიონში პიარისთვის ჩასული “ოცნება“ ერთს ამტკიცებს, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ხალხი შველას სტიქიიდან მეექვსე დღესაც ითხოვს.
ძლიერი თოვას ძლიერი ყინვაც დაემატა, რაც დამატებით საფრთხეს შეიცავს. “პირველებმა“ გადაიღო კადრები, სადაც კარგად ჩანს სამაშველო სამსახურის მანქანები, რომლებიც ადმინისტრაციულ შენობასთან უმოქმედოდ დგანან.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არის ტექნიკა გაჩერებული და რატომ არ ეხმარებიან ადამიანებს, რომლებიც შველას ითხოვს და სახლები თავზე ენგრევა, სამაშველოს თანამშრომლები ამბობენ, რომ „შეტყობინება სახლის ჩამონგრევაზე არ მიუღიათ და ჟურნალისტების მითითებებს არ ემორჩიელბიან.“
“ახლა ჩამოვედით თბილისიდან, ველოდებით შეტყობინებას“, - ამბობს ერთ-ერთი თანამშრომელი.
ასევე გაჩერებულია ტექნიკა იმ ქალაქში, რომელიც რამდენიმე დღე სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ გზის არ ქონის გამო, 2 გარდაცვლილის დაკრძალვას ვერ ახერხებენ.
“გზაი არა, კვალი არა, რა ვიცი, ქართველებო, ღმერთი თუ გვიშველის, თორე ამ მთავრობის იმედი მე არ მაქვს“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კილომეტრები მაქვს მარტო ერთი გზა გამოვლილი, მივდივარ და საჭმელი მიმაქვს მეზობლებიზა, რომლებსაც არ აქვთ. ვერც მოდიან, რადგან ფეხით რომ ვიაროთ, იმის გზაც არააა. აქედან კილომეტრნახევრის შემოვლა მიწევს, რომ სახლში მივიდე. გზაი არა, კვალი არა, რა ვიც, ქართველებო, ღმერთი თუ გვიშველის, თორე ამ მთავრობის იმედი მე არ მაქვს-ამბობს ადგილობრივი.
მარტოხელა ქალი ვარ, ვიყინებით, ვკვდებით, ვრჩებით, დაბადებული კაცი ჩვენი პატრონი არაა, რაღაც სისულელეებს დებენ და აჩვენებენ ტელევიზორში, ეს ყველაფერი არის სიცრუე, 2 გარდაცვლილია და ისინი ვერ იმარხება, ამ უყურადღებობის და გაუკვალაობის გამო. რწმუნებული ეზოს გადაღმაც არ გადმოსულა და არც ძიობს, რა ემართებათ ბახველებს, ხელფასი ქე აქვთ, ტყუილად ყოფნაში, აი, ესაა ჩვენი მთავრობა, - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.
ტყუილში ადანაშაულებენ „ოცნების“ პრემიერს და ხელისუფლებას გურიის მაცხოვრებლები და ამბობენ, რომ კობახიძე ოფისში “ჩაბრძანდა“ და ხალხთან არ მისულა.
მატყუარები არიან, მაგენის ვისაც სჯერა, კარგად არ ჰქონიათ საქმე. კობახიძე ჩაბრძანდა ოფისში და გარეთ არ გამოდის, ხალხთან არ მოდის, მაგი რაის პრემიერია, არ სრცხვენია არაფრის, - ამბობს ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები.
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მძიმე ვითარებაა, განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა მაღალმთიან სოფლებში, სადაც ადამიანებთან კავშირია გაწყვეტილი და საფეხმავლო ბოლიკებიც კი არ არსებობს. აბონენტების ნახევარზე მეტს ელეტქროენერგია, წყალი და გაზი არ მიეწოდებათ. პროდუქტის მარაგი მაღაზიებში ამოწურულია.