მზია ამაღლობელი კლინიკა “ვივამედიდან“ ციხეში დააბრუნეს

„ბათუმელებისა“ და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ ციხეში დააბრუნეს - ინფორმაციას "ნეტგაზეთი" ავრცელებს.
თავდაპირველი ინფორმაციით, მზია ამაღლობელი ციხეში 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ.
"ვივა მედიდან" ის გუშინ გაწერეს, თუმცა დღეს გაირკვა, რომ პენიტენციურს ჟურნალისტი ისევ არ ჰყავდა დაბრუნებული რუსთავის ქალთა დაწესებულებაში, რის გამოც ამაღლობელი პროტესტის ნიშნად უარს აცხადებდა საკვების მიღებაზე.
ის ციხეში დღეს საღამოს გადაიყვანეს.
მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. ის კვლევების ჩატარების მიზნით ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩებოდა. მან 38-დღიანი შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა.