ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო აპარატი, რომელიც ადამიანური გულისხმიერებისგან არის დაცლილი - ირაკლი აბესაძე
საგმოძიებო ბიუროს დირექტორი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ე.წ. ხელისუფლებას წარმომადგენლებს დანაშაულებრივი გულგრილობა აქვთ ჩადენილი.
“კონკრეტული დანაშაული აქვთ ჩადენილი მათ გურიის, იმერეთის და სხვა რეგიონის მოსახლეობის მიმართ“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, მათ არ აქვთ ელემენტარული ადამიანური გულისხმიერება და სურვილი, რომ ადამიანებს დაეხმარონ.
ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო აპარატი, რომელიც ადამიანური გულისხმიერებისგან არის დაცლილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკის და ცოდნის ნაკლებობაზე და ა.შ. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, 90 -იან წლებში, ჩამოქცეული საქართველოს რესურსებითაც კი გაცილებით უკეთესად და ეფექტურად დაეხმარებოდა საზოგადოებას სახელმწიფო, ამის სურვილი რომ ჰქონოდათ. ის, რომ ამის არ ჰქონდათ ამას ადასტურებს დაგვიანებით დაწყებული პიარ-რეაგირება, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით, როდესაც არის საგანგებო მდგომარეობა, ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის, ფიზიკურ შესაძლებლობებს აღემატება მისი ქონების დაცვა, ასეთი სიტუაცია გვაქვს, რადგან უმეტეს შემთხვევაში მოხუცებული ადამიანები არიან და არა მარტო გზა უნდა გაიწმინდოს, არამედ სახელმწიფო კანონით ვალდებულია, უზრუნველყოს მათი პირადი საკუთრების გადარჩენა. სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე აღარ ვსაუბრობ, რადგან ამაზე კანონის მოყვანა, რომ ადამიანის სიცოცხლეზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომელიც ასევე ვერ დაიცვეს, ცოტა უხერხული იქნება.
ეს არის რამდენიმე სტადია, რაც უნდა გაევლო ამ ხელისუფლებას.
პირველი ეს არის, პრევენცია-მზად ყოფნის ეტაპი. რომელიც გამოხატული უნდა ყოფილიყო შემდეგში, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა განესაზღვრა, რას იქნებოდა ისეთი კრიტიკული სიტუაცია, რომ მოსახლეობსი ევაკუაცია დასჭირდებოდათ. მათ მინიმუმ უნდა შეეთავაზებინათ მოსახლეობისთვის დროებითი ევაკუაცია.
მეორე- უნდა მოეხდინათ ტექნიკის მობილიზება იმ რაიონებში, სადაც დიდთოვლობას ელოდებენდნენ. მატ შეეძლოტ კერძო პირებისგან დროულად ქირაობა და მობილიზება, ისევე როგორც ცოცხალი ძალია განაწილება. ნელ-ნელა რომ ემუშავათ ჯგუფებს, გაეწმინდათ გზები, გადაეთოვლათ სახურავები, გამოეყვანათ მოსახლეობა, ასეთი მძიმე შედეგები აღარ იქნებოდა.
მესამე - რეაგირების ნაწილში ვნახეთ, რომ სპექტაკლი მოაწყვეს. რატომ ჩავიდა კობახიძე ადგილზე? პრემიერ მინისტრი მაშინ ხელმძღვანელობს სამაშველო ღონისძიებას, როცა ადგილი აქვს ეროვნული მასშტაბის საგანგებო მდგომარეობას, სტიქიურ უბედურებას. მაშინ დაადასტურონ, რომ საქმე გვაქვს ეროვნული მასშტაბის სტიქიასთან. რა უნდა ყაველაშვილს იქ - რაიმე უნარი და ცოდნა აქვს და სამაშველოს დაეხმარება? ერთადერთი ის უნდა ჩასულიყო, რომ მოხალისეებთან ერთად იმუშავებდა და ამას კარგი ფსიქოლოგიური ეფექტი ექნებოდა მოსახლეობისთვის.
ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ხელისუფლების ზრუნვა. ნათესავები ფეისბუქზე კი არ უნდა წერდნენ, ამაზე უნდა არსებობდეს საკომუნიკაციო სისტემა აწყობილი და საზმაუზე, რამდენიმე საათის შუალედით, უნდა იმარტებოდეს საინფორმაციო ბრიფინგი, სოფელბის მიხედვით, რას აკეთებენ და როგორ უშველიან. ეს ევალებათ კანონით, - ამბობს აბესაძე.