მოსალოდნელი ამინდის შესახებ ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არაფერი გააკეთეს- ბესო დონაძე

27.02.25 23:41
მოსალოდნელი ამინდის შესახებ ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არაფერი გააკეთეს- ბესო დონაძე

კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე ე.წ. ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ “მოსალოდნელი ამინდის შესახებ მათ ყველაფერი იცოდნენ, რადგან გარემოს ეროვნული სააგენტო სამი სახის ამინდის პროგნოზს აგზავნის“

მისი თქმით, ყველამ ყველაფერი იცოდა, სწრაფად უნდა მოეხდინათ რეაგირება, მაგრამ არაფერი გააკეთეს.

“მაშინ როდესაც ოზურგეთის მერიაში 1942 ადამიანი მუშაობს. მათ თითი-თითზე არ დაუდიათ, რომელთა შეეძლოთ ერთ დღეში გაეფრთხილებინათ ყველა“, - ამბობს დონაძე გადაცემა “რეაქციაში“.

მოსალოდნელი ამინდის შესახებ ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა, რადგან გარემოს ეროვნული სააგენტო აგზავნის სამი სახის პროგნოზს, რომელთა შორისაა სპეც პროგნოზი, ის უგზავნის საქართველოს მთავრობას, გზების დეპარტამენტს და ადგილობრივ თვითმმართველობებს. ყველამ ყველაფერი იცოდა და სწრაფად უნდა მოეხდინათ რეაგირება. თვითმმართველობას უნდა გაეფრთხილებინა საზოგადოება, მაგრამ არაფერი გააკეთეს, მაშინ როდესაც ოზურგეთის მერიაში 1942 ადამიანი მუშაობს. მათ თითი-თითზე არ დაუდიათ, რომელთა შეეძლოთ ერთ დღეში გაეფრთხილებინათ ყველა.

 მხოლოდ 26 თებერვალს დაავალა ოზურგეთის მერმა მუნიციპალურ მომსახურების ცენტრს, რომ ტექნიკა დაექირავებინა, რადგან დიდი თოვლი მოვიდა. მოუმზადებელი იყო და მისი გულგრილობით ადამინები განსაცდელში ჩავარდნენ. ეს ადამიანი დამნაშავეა და სისხლის სამართლის წინაშე უნდა აგოს პასუხი, - აცხადებს დონაძე.

რაც შეეხება მომზადებას- კორუფციის მკვლევარი ამბობს, რომ ტენდერებიც კი იმდენად დაგვიანებით გამოცხადდა გზების მოვლა-პატრონობაზე, რომ თებერვალშიც კი ვერ მოესწრო მისი ჩატარება.

დონაძის თქმით, “ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა, უბრალოდ რეაგირება არ მოახდინა.“

რაც შეეხება მომზადებას- ზამთარში, გზების მოვლა-პატრონობაზე ტენდერი გამოაცხადეს 3 იანვარს, როცა ნოემბერში უნდა ყოფილიყო გამოცხადებული. ამ ტენდერის ჩატარება თებერვალშიც ვერ მოესწრო, კიდევ ერთი დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი იცოდა, უბრალოდ რეაგირება არ მოახდინა. 17-18 თებერვალს მოითხოვეს გამარტივებული შესყიდვა, რადგან ეს 35 მილიონიანი ტენდერი ვერ ესწრებოდა, და მოითხოვეს 5 მილიონი, ეს კონტაქტი კი გაუფორმეს “ოცნების“ შემომწირველს, რომელთას ხელმძღვანელობამაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრს მიწა აჩუქეს. ესეც კი ვერ გათვალეს და საკმარისი არ აღმოჩნდა ის თანხა და კიდევ მოითხოვეს დამატებიტ 6 მილიონი. ასე რომ არანაირი დაგეგმვა, წინასწარი გათვლა, ის რომ ზამთარი მოდის, არ აქვს გზების დეპარტამენტს. 

რაც შეეხება სამაშველო სამსახურს- მათთვისაც უცბად დადგა ზამთარი და 25 თებერვლას შეიძინეს თოვლმავლები, გაგიკვირდებათ და ეს კომპანიაც “ოცნების“ შემომწირველი აღმოჩნდა. 

ახლა გეტყვით, როგორ არაეფექტურად იხარჯება ის ფული, რომელიც უკვე დაკონტრაქტებული იყო გზების მოვლა-პატრონობაზე. დაახლოებით, ერთ წელიწადში, გზების მოვლა-პატრონობაზე, ხელშეკრულებებს თუ გადაცხედავთ, იხარჯება 80 -იდან 120 მილიონამდე. 6-7 კომპანიაა, რომელსაც ამ გზების წმენდა ევალება. აქ ერტი სასაცილო ისაა, რომ გზების დეპარტამენტი იღებს გარემოს ეროვნული სააგენტოსგან, თუმცა იმ კომპანიებს აღარ აწვდის, არ იციან და ტექნიკის მობილიზებას ვეღარ ასწრებენ.

მღებრიშვილს თოვლმავალი არ ჰყავს, ის მხოლოდ დაკავებულია საგანგებო სიტუაციაში ნათესავების დასაქმებით.  მთელი წლის განმავლობაში მღებრიშვილი ტენდერს ვერ ატარებს და ყოველთვის ყიდულობს გადაუდებელი აუცილებლობით, რადგან ვერ გეგმავს ბიუჯეტს“, - ამბობს ბესო დონაძე.