მიცვალებულს ვერ ვკრძალავათ, ამინდების შემხედვარე შესაძლოა, კიდევ ვერ დავკრძალოთ - ვახტანგ შაქარიშვილი

28.02.25 00:42
მიცვალებულს ვერ ვკრძალავათ, ამინდების შემხედვარე შესაძლოა, კიდევ ვერ დავკრძალოთ - ვახტანგ შაქარიშვილი

სოფელ ზემო ერკეთის მკვიდრი, ვახტანგ შაქარიშვილი ამბობს, რომ სოფელში გზების პრობლემაა, რის გამოც მიცვალებულს ვერ კრძალავენ.

“ამინდების შემხედვარე შესაძლოა, კიდევ ვერ დავკრძალოთ“, - ამბობს ის გადაცემა “რეაქციაში“.

მისი თქმით, 5 დღეა, გადაუღებლად თოვს და ეზოდანაც ვერ გადიან.

გზების პრობლემაა, მიცვალებულია სოფელში და ვერ ვკრძალავათ, ამინდების შემხედვარე შესაძლოა, კიდევ ვერ დავკრძალოთ. სოფელს ყურადღება უნდა, ჩვილბავშვიანი ხალხია და დახმარება გვჭირდება. უკვე 5 დღეა, გადაუღებლად თოვს და ჭიშკარს გადაღმა ვერ გადავდივართ. მიტოვებული სახლებია დასათოვლი, რომ არ დაინგრეს, - ამბობს ის.