პოლონეთში ინტერნეტთაღლითობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მედია

28.02.25 10:36
პოლონეთში ინტერნეტთაღლითობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს - მედია

უცხოური მედიის ცნობით, პოლონეთში ინტერნეტთაღლითობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს - 29 წლის ქართველმა ყალბი ბმული გაგზავნა გადაზიდვის საფასურთან დაკავშირებით, რის შედეგადაც დაზარალებულის ონლაინ ბანკზე მოიპოვა წვდომა და 8 000 პოლონური ლოტი მიითვისა. 

საქართველოს მოქალაქეს ლუბარტოვის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.