გურიაში გზები ისევ გაუწმენდავია - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

28.02.25 11:18
გურიაში გზები ისევ გაუწმენდავია - ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

სტიქიის მეშვიდე დღე - ამ დრომდე გარესამყაროს მოწყვეტილია გურიის სოფლები. იძულებით იზოლაციაში მოქცეული ხალხი დახმარების მოლოდინშია. ძლიერი თოვის შემდეგ გურიაში ჰაერის ტემპერატურა ისევ დაეცა და ყინვები დაიწყო. გზები მოლიპულია, რაც ფეხით გადაადგილებას კიდევ უფრო ართულებს. მაღალმთიან სოფლებში ხალხი მოხალისეების იმედად არის დარჩენილი. ცენტრალურ უბნებში მცხოვრები მოქალაქეეები კი გარეთ მაინც ვერ გადიან, რადგან ერთხელ გაწმენდილი გზა, ისევ გაუვალი გახდა.

ამ ფონზე სამთავრობო ტელევიზიები აქტიურად გადმოსცემენ, რომ სტიქიის ზონაში გზები თოვლისგან იწმინდება. "პირველებმა" დღეს ქალაქ ოზურგეთის ქუჩები მოიარა, თუმცა მძიმე ტექნიკა ვერსად ნახა. 

მომკითხავი არის ვინმე? შუქი არ არის ერთი კვირაა, წყალი არ არის. ბევსრ ავადმყოფი ჰყავს, კაციშვილი მომკითხავი არ არის. გზა არ არის, ფეხი ნაკვალევი გზა, რომ იქ გაიაროს კაცმა, - ამბობდ ადგილობრივი. 

ტრაქტორმა გაიარა და გამოიარა, მაგრამ გზა არ გაუწმინდია, - ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქალაქში მხოლოდ ცენტრალური გზა გაიწმინდა, სადაც კობახიძემ და "ოცნების" წევრებმა გაიარეს.  

ირკვევა, რომ ადამიანებთან, ვინც დახმარება კრიტიკულ მედიას სთხოვა, ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები მიდიან და აფრთხილებენ, რომ თუ ტვ პირველთან მსგავს განცხადებებს კიდევ გააკეთებენ, მათ არ დაეხმარებიან.