კახა წიქარიშვილი სისტემის პირისპირ - სასამართლო დღეს იუსტიციის საბჭოდან იძლებით გაძევებული წევრის საქმეზე იმსჯელებს

28.02.25 11:31
კახა წიქარიშვილი სისტემის პირისპირ - სასამართლო დღეს იუსტიციის საბჭოდან იძლებით გაძევებული წევრის საქმეზე იმსჯელებს

იუსტიციიის უმაღლესი საბჭოდან იძულებით გაძევებული არამოსამართლე წევრის, კახა წიქარიშვილის საქმეზე დღეს სასამართლო იმსჯელებს. ახლა მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად სამართლიანად შეუჩერა საქალაქომ საბჭოს წევრობა წიქარიშვილს. 

კახა წიქარიშვილს შესარჩევიი კონკურსიდან მისი ძველი კონკურენტი უჩივის. სავარაუდოა, რომ მანუჩარ კაკოჩაშვილს დღეს პირადად მოუწევს იმის ახსნა, რას ეყრდნობა მისი სარჩელი. სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის შერჩუელ კანდიდატს რჩება განცდა, რომ მისი საქმე პოლიტიკურია და რეჟიმმა დრო მოიგო.  

ჩვენ როგორც ნვახეთ, მანუჩარ კაკოჩაშვილის მიერ სარჩელის შეტანიდან რამდენიმე საათში სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის განკარგულება. იმის შემდეგ გავიდა 7 თვე და სასამართლოს არაფერი გაუკეთებია ამ საქმეზე, არცერთი სხდომა არ ყოფილა. მე ვფიქრობ, სასამართლო ელოდებოდა პოლიტიკური ვითარების შეცვლას და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. დღეს უკვე სალომე ზურაბიშვილი აღარ არის პრეზიდენტი და მე ვფიქრობ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექნება შეცვლილი პოზიცია და არ გამოვრიცხავ, რომ ისინი დადგნენ მანუჩარ კაკოჩაშვილის მხარეს. მათ ცნონ ეს სარჩელი, რათა გაუქმდეს პრეზიდენტის განკარგულება და აღარ დაინიშნო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად, - ამბობს წიქარიშვილი.  

წიქარიშვილი ფიქრობს, რომ "ოცნებას" სურდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესულიყო განსხვავებული აზრი, რომელიც კრიტიკული იქნებოდა.  

მსგავსი სიახლეები