გიგი უგულავა 5 000 ლარით დააჯარიმეს
გიგი უგულავა 5 000 ლარით კვლავ დააჯარიმეს - პოლიტიკოსს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.
"არ ვაპირებ არც გადახდას და არც სასამართლოზე მისვლას" - წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
მორიგი, რიგით მესამე, 5000₾ "პივის ჩეკი" მომიტანეს მილიციიდან. ოღონდ თარიღი ისეა გადღაბნილი, რომ ეშმაკი ვერ გაარჩევს რუსთაველზე გასეირნების რომელ საღამოს მედავებიან. არც აქვს მნიშვნელობა. არ ვაპირებ არც გადახდას და არც სასამართლოზე მისვლას, თავში ქვა გიხლიათ. ცეცხლი და ზედ ნავთი ოლიგარქიას". - წერს გიგი უგულავა.