მძიმე ვითარებაა ურეკშიც - დიდთოვლობის გამო, სახლების სახურავები ინგრევა

28.02.25 12:16
მძიმე ვითარებაა ურეკშიც - დიდთოვლობის გამო, სახლების სახურავები ინგრევა

მძიმეა ვითარება ურეკშიც - დიდთოვლობის გამო რამდენიმე სახლს სახურავი ჩაენგრა. განადგურებულია ინფრასტრუქტურის ნაწილიც. ხალხი ზარალსაც კი ვერ ითვლის.

უკვე მეოთხე დღეა გურულებს ეხმარებიან კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრებიც. ოპოზიციურ პარტიას მოწყობილი აქვს შტაბიც. აქტიურადაა ჩართული მძიმე სპეცტექნიკა, რომელიც გაწმენდით სამუშაოებში გამოიყენება. ოპოზიციური კოალიცია ხალხს აწვდის პირველადი და აუცილებელი საჭიროების პროდუქციასაც.

მეოთხე დღეა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ შტაბი მუშაობს ოზურგეთის რაიონებში. 27 თებერვალს სპეციალური მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ, რომლებმაც რამდენიმე სოფელში ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, მათ შორის სოფელ - მერიაში, ციხისფერდში, დაბა ურეკში... მინდა გითხრათ, რომ კურორტი ურეკი პრაქტიკულად განადგურებულია, სავალალო მდგომარეობაა. ღამით კი, დამატებითი მძიმე ტექნიკა შემოვიდა და დილით დაიწყო სამუშაოები. ვმუშაობთ სოფლის გზებზე, სპეცტექნიკა კი მუდმივ რეჟიმში იმუშავებს." - განაცხადა გიორგი სიორიძემ.