“საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისში ინტელექტუალური ჩემპიონატი „ინტელექტიადა“ გაიმართა

28.02.25 12:45
“საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისში ინტელექტუალური ჩემპიონატი „ინტელექტიადა“ გაიმართა

„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ნოვატორთა აუდიტორიის ორგანიზებით ქუთაისში ინტელექტუალური ჩემპიონატი - „ინტელექტიადა 2025“ გაიმართა. თამაშში მონაწილეობა იმერეთის საჯარო და კერძო სკოლის III-XII კლასის 800-მდე მოსწავლემ მიიღო.

მონაწილეები ოთხი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით 127 გუნდად დაიყვნენ და ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს ზოგადი განათლების კითხვებზე პასუხის გაცემაში ეჯიბრებოდნენ.

„ინტელექტიადა“ წელიწადში ორჯერ იმართება. ინიციატივის მიზანი კი შემდეგია: ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ინტელექტუალური თამაშების პოპულარიზაციას, გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას, სხარტი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, ზოგადი განათლების ხელშეწყობას.

ნოვატორთა აუდიტორიის ორგანიზებით ინტელექტუალური ჩემპიონატი მესამედ ჩატარდა. პროექტში ჯამურად მონაწილეობა კი უკვე სამასზე მეტმა გუნდმა მიიღო.

ინფორმაციისთვისახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნითსაქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტიასწორედ ამიტომბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარსრითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვისსტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობასბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებსროგორებიც არისსაქართველოს ბანკის სტიპენდიებიგიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიადიდ ბრიტანეთშიაშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსებაიდეათეკები - საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტისაქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი - STEM სკოლასაქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადაეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადაევერესტიამასთანსაჯარო მეტყველების კონკურსიდა სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

NS