"ოცნება" დუმილის რეჟიმში ხვდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მორიგ შემაშფოთებელ ფაქტებს - აქუბარდია

28.02.25 14:33
"ოცნება" დუმილის რეჟიმში ხვდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მორიგ შემაშფოთებელ ფაქტებს - აქუბარდია

გახარიას გუნდი ივანიშილს რეჟიმს საქართელოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ რუსეთთან ერთად მოქმედებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ თეონა აქუბარდიამ საგანგბეო ბრიფინგზე ისაუბრა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, იმ დროს, როდესაც "ოცნება" სტიქიის ზონიდანაც კი ახერხებს დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმას, არაფერს ამბობს და დუმილის რეჟიმშია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელმაც სოჭიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით უკვე მეორე საჰაერო ფრენა განახორციელა.  

გახარიას გუნდის წევრი ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას მოუწოდებს, გააკეთოს განცხადება და ასევე მიმართავს დასავლელ პარტნიორებსაც, რომ საკითხზე შესაბამისი პოზიცია გამოხატონ. 

მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი დსავლეთ საქართველოში სტიქიის ზონიდანაც აგრძელებს დასავლეთზე თავდასხმებს, იქნება ეს ევროკავშირის ელჩი თუ დიდი ბრიტანეთი, კვლავ დუმილის რეჟიმში ხვდება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის მორიგ შემაშფოთებელ ფაქტებს. ისეთ ფაქტებს, როგორიცაა პირველი სარკინიგზო მატარებლის ჩასვლა სოჭიდნ ოკუპირებულ სოხუმში და უკვე მეორე პირდაპირი საჰაერო რეისი ოკუპირებული სოხუმის გაახლებულ აეროპორტში. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკვე 1 მაისიდან დაიწყება რეგულარული საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რუსეთი განაგრძობს ინტენსიურად საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთთლიანობის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს იმ ანექსიურ პროცესებთან ერთად, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში და ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2023 წელს მოხდა უკანონოდ სოხუმის აეროპორტის გადაცემა რუსეთისთვის, იმ დროიდან მოყოლებული ვითხოვთ პასუხს ივანიშვილის რეჟიმისგან, რომ ამაზე მოხდეს შესაბამისი განცხადების გაკეთება, ისევე, როგორც მოხდეს ჩვენი დასვლელი პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზება, თუმცა უშედეგოდ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სახეზეა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გადადგმული ერთობლივი ნაჯიბები ივანიშვილის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

მივმართავ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებზეც დგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხი, ამ საკითხზე გამოხატონ შესაბამისი პოზიცია, - განაცხადა აქუბარდიამ.