პრეზიდენტი ზურაბიშვილი მედიამენეჯერებს ხვდება

28.02.25 13:37
პრეზიდენტი ზურაბიშვილი მედიამენეჯერებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქართველ მედიამენეჯერებს ხვდება-სალომე  ზურაბიშვილი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა ესაუბრება.

ჯერჯერობით, უცნობია, რა თემებზე ისაუბრებს პრეზიდენტი მედია მენეჯერებთან, თუმცა ისინი ვარაუდობენ, რომ არ არის გამორიცხული საუბრის თემა იმ რეპრესიულ კანონებს შეეხოს, რომელსაც “ოცნება“ პარლამენტში იღებს.

მათი თქმით, იმ კანონებით, რომლებსაც ე.წ. პარლამენტი დაამტკიცებს, კრიტიკული მედია რთულ მდგომარფეობაში აღმოჩდება, განსაკუთრებით კი რეგიონული მედია, რადგან მატი დაფინანსების დიდი წილი, სწორედ დონორი ორგანიზაციების საშუალებით ხდება და ამ კანონების დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა, ფუნქციონირებაც კი შეწყვიტონ.

მედიამენეჯერები ამბობენ, რომ ამ კანონებით, გაიზრდება უშუალოდ გადაცემების განხილვაში და სიუჟეტების შინაარსის განხილვაში ჩარევა.

დიქტატორი ისეთ კანონებს იღებს, მგონი კრიტიკულ მედიას სუნთქვასაც კი უკრძალავს. “ტვ პირველი“ 10 წლის ხდება და 10 წელია ომშია. დიქტატორმა ჩემზე კარგად იცის, დიქტატორები როგორ ასრულებენ და ამთავრებენ- აცხადებს ვატო წერეთელი.

მარეგულირებელი კომისიის ინიციატივაც აღარაა, პირდაპირ პარტიული ინიციატივაა, ეს ნიშნავს, რომ უშუალოდ გადაცემების განხილვაში და სიუჟეტების შინაარსის განხილვაში შევა მარეგულირებელი კომისია, რომლის თავმჯდომარეც, უკვე ვიცით, რომ სანქცირებულია, აქედან გამომდინარე, გასაგებია რა შედეგსაც უნდა ველოდოთ- ამბობს თამთა მურადაშვილი.