"მეტი ყურადღება თემურ ქათამაძეს!" - ანდრო ჭიჭინაძე ბათუმელ მედროშეს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

28.02.25 13:58
"მეტი ყურადღება თემურ ქათამაძეს!" - ანდრო ჭიჭინაძე ბათუმელ მედროშეს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან წერილს აგზავნის - სინდისის პატიმარი რეჟიმის ტყვე თემურ ქათამაძეს მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. 

მეტი ყურადღება თემურ ქათამაძეს! მინდა ვთხოვო შიმშილობა შეწყვიტოს, ის ძლიერად და მხნედ ჭირდება ყველას!- ნათქვამია წერილში.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. რეჟიმი ხელოვანს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. 

რაც შეეხება თემურ ქათამაძეს, ის 16 იანვრიდან იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების ცენტრში და ამ დღიდან უარს ამბობს ყოველგვარი საკვების მიღებაზე.